TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ატალანტას მეორე ოფიციალური წინადადებით მიმართა

როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსმა ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა და დიდი ალბათობით ეს წინადადება ლა დეას დასარწმუნებლად საკმარის იქინება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, იუვენტუსი ლა დეას ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროს სთავაზობს.

წყაროს ინფორმაციით, გუნდებს შორის უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების ახალი რაუნდია დაგეგმილი და დიდია ალბათობა, კოპმეიენრსის ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხუროს.

29 views
error: დაცული კონტენტი !