TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაბალი:“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის რიგებში თამაში დიდი პატივია“

იუვენტუსის ახალწვეულმა ხუან კაბალმა პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში თამაში ძალიან დიდი პატივი და ოცნების ახდენაა, ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და ახლა მინდა, რომ იუვენტუსისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდები და ბონუჩის, კიელინისა და კანავაროს მსგავსად ჩემს კვალს დავტოვებ.

„უკვე ნახეთ, რომ მე იუვენტუსის მაისური ბავშვობიდან მაქვს და ამ გუნდში მოსახვედრად ძალიან ბევრი ვიშრომე. ბიანკონერის რიგებში უამრავ ლეგენდარულ ფეხბურთელს უთამაშია და ვამაყობ, რომ ამ მაისურის ტარების უფლება ახლა მეც მაქვს.

„მოლაპარაკებები ინტერთან ? კიდევ ერთი გამორჩეული გუნდი, მაგრამ ჩემი ოცნება ყოველთვის იუვენტუსში გადმოსვლა და ამ მაისურისთვის ბრძოლა იყო.

„ვესაუბრე თუ არა კუადრადოს ? დიახ, მან მითხრა, რომ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე და იუვენტუსის მსგავს გუნდს სხვაგან ვერ ვიპოვნი.

„მოტა ? მან მითხრა, რომ აქ ყოფნით მაქსიმალურად დიდი სიამოვნება უნდა მივიღო, რომ მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის და ყოველდღიურად ბევრი მუშაობა მომიწევს. ტიაგო დიდებული ფეხბურთელი იყო და მჯერა, რომ მე მისი დახმარებით განვითარებას გავაგრძელებ.

„მოტა ძალიან პირდაპირი და მეგობრული ადამიანია, რაც ძალიან სასიამოვნოა. მე მისგან ნდობას ვგრძნობ და ეს ჩემთივს უმნიშვნელოვანესია.

„რას ნიშნავს იუვენტუსში თამაში ? ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მომენტია, ემოციების სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს, როდესაც იუვენტუსის ინტერესის შესახებ გავიგე, ცრელმების შეკავება მიჭირდა, ეს როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი საჩუქარია.“