TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დაპირისპირება კოპმეიენრსსა და გასპერინის შორის, ნიდერლანდელს იუვენტუსში გადასვლა სურს

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ტუენ კოპმეიენრსსა და ატალანტას მთავარ მწვრთნელს ჯან პიერო გასპერინის შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონფლიქტი იმ დონემდე მივიდა, რომ გასპერინიმ გუშინდელი სავარჯიშო სესიის დროს ნიდერლანდელი ნაადრევად გაუშვა.

კოპმეიენრსმა გასპერინის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ მას იუვენტუსში გადასვლა სურს.