იუვე მოტას ივლისის დასაწყისში წარადგენს
ტიაგო მოტა იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველ პრეს-კონფერენციას მომდევნო თვის დასაწყისში გამართავს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის პრეზენტაცია ივლისის პირველ რიცხვებში იგეგმება, რის შემდეგაც მოტასა და კრისტიანო ჯუნტოლის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.
ბიანკონერი მომდევნო სეზონისთვის მზადებას 10 ივლისიდან შეუდგება, ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები კი გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.