TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას აგენტი რომაულ გუნდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფედერიკო კიეზას აგენტი ფალი რამადანი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიებას აქტიურად აგრძელებს და ინგლისში წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ამჯერად ის რომში იმყოფება, სადაც როგორც რომას, ასევე ლაციოს წარმომადგენლებს შეხვდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომა კიეზას მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა პრობლემა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი – 6 მილიონი ევროა.

კიეზას მიმართ ინტერესს იჩენს ლაციოც, იქ ფედერიკოს ხილვა პირადად მარკო ბარონის სურს, თუმცა კლაუდიო ლოტიტოს ამ მომენტისთვის ფეხბურთელის გასაფორმებლად საჭირო ინვესტიციის განხორციელება არ სურს.