TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება

იტალიური მედიის ცნობით, არკადიუშ მილიკი დიდი ალბათობით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებს არ დატოვებს.

ფაბიანა დელა ვალეს ცნობით, ვიცე-ვლაჰოვიჩის გასაფორმებლად რესურსების დახარჯვა კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტი არ არის, ამიტომ პოლონელი ფორვარდის წასვლა ნაკლეად მოსალოდნელია.

მილიკი იუვენტუსს მომდევნო კვირებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი მის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს შესთავაზებს.