TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დანილო:“ კიეზას სიტუაცია ? სამწუხაროა, მაგრამ გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო“

იუვენტუსის კაპიტანმა დანილომ NextGen-თან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მოტა ? ახალ მწვრთნელს გუნდში ენთუზიაზმი და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის ამბიცია მოაქვს, მას ფეხბურთის თანამედროვე და საინტერესო ხედვა აქვს, ტიაგო თითოეული ჩვენგანისგან მაქსიმუმს ითხოვს. ჩვენ მასთან მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ, გუნდი ტაქტიკურად და ფიზიკურად უმჯობესდება და სეზონის სტარტისთვის მზად ვიქნებით.

„ჩემი გოლი ? ეს საღამოს საუკეთესო იყო, ტურამის გულზე უკეთესიც კი (იცინის).

„საშინაო მატჩი ? სახლში, ჩვენს ქომაგებთან დაბრუნების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს ახალ ფეხბურთელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეგოთ, თუ რას ნიშნავს იყო იუვენტუსის, მისი დიდი ოჯახის ნაწილი.

„კიეზასა და სხვა ფეხბურთელების სიტუაცია ? მე მათ გამო ვწუხვარ, ეს მარტივი არავისთვის არის, ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ, მაგრამ გუნდმა და მწვრთნელმა გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ.

„სტვენა ლოკატელის მიმართ ? მას უკვე აქვს გამოცდილება და იცის, თუ როგორ გაუმკლავდეს ასეთ მომენტებს. მანუელი იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას როგორც თანაგუნდელების, ასევე ქომაგების მხარდაჭერა აქვს.“