მოურინიოს ფენერში ჰეისენის ხილვა სურს
რომას შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ამჯერად იუვენტუსის ტალანტის დინ ჰეისენის ხილვა თურქული ფენერბაჰჩეს რიგებში სურს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა თურქული გუნდი ახლახანს ჩაიბარა და სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყო.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი სურვილი სწორედ ჰეისენის გაფორმებაა, თუმცა პრობლემა როგორც მისი მაღალი ფასი – 25-30 მილიონი, ასევე ახალგაზრდა ნიდერლანდელი ტალანტის მიმართ არსებული დიდი ინტერესია.