TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის პირველი წინადადება გონსალესის გასაფორმებლად

ატალანტასა და იუვენტუსს შორის ფიორენტინას ვინგერის ნიკო გონსალესის ტრანსფერისთვის ბრძოლა გრძელდება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ლა დეა ფიორენტინას ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობს, იუვენტუსს კი მისი გაფორმება 20 მილიონი ევროსა და უესტონ მაკკენის სანაცვლოდ სურს.

წყაროს ინფორმაციით, ფიორენტინას გონსალესის ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვა არ სურს, თუმცა თავად არგნეტინელის პრიორიტეტი იუვენტუსში ტრანსფერია, რამაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.