იუვენტუსმა რაბიოს 2 პრიორიტეტული შემცვლელი შეარჩია
იუვენტუსი ადრიენ რაბიოსგან ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოო პასუხს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ელოდებოდა, თუმცა ბიანკონერიმ ფეხბურთელის საბოლოო პოზიცია ვერ მოისმინა და კრისტიანო ჯუნტოლი მისი პოტენციური შემცვლელების ძიებას უფრო აქტიურად შეუდგა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თუ რაბიომ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ჯუნტოლის მისი 2 პრიორიტეტული შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ადრიენის შეცვლას მონაკოდან იუსუფ ფოფანას ან ნიცას ხეპრენ ტურამის ტრანსფერით გეგმავს. ორივე მათგანის ფასი დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა და საბოლოო არჩევანს ტიაგო მოტა გააკეთებს.