TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბარბიერი კარიერას კრემონეზეში გააგრძელებს

იუვენტუსი და კრემონეზე ტომაზო ბარბიერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ბარბიერი კრემონეზეს ღირსებას 2029 წლის ზაფხულამდე დაიცავს, ტრანსფერი ხვალ ოფიციალურად დაიხურება.