TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლესტერი და ევერტონი არტურის ტრანსფერზე მუშაობენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, ლესტერი და ევერტონი იუვენტუსის ბრაზილიელი ნახევარმცველის არტურის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ.

წყაროს ცნობით, ინგლისელები არტურთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ცდილობენ, ტურინული გრანდის მიერ მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს გადახდა კი მათთვის პრობლემა არ იქნება.

გამოცემის ცნობით, მთავარი დაბრკოლება არტურის მაღალი ხელფასია, ის იუვენტუსში სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ინლისელები კი მისთვის 4-4.5 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ.