TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კოპმეინერსის ტრანსფერზე მეორე ოფიციალურ წინადადებას უახლოეს საათებში გააკეთებს

იტალიური გამოცემა IlBianconero-ს ინფორმაციით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით უახლოეს საათებში მიმართავს.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს ნიდერლანდელის გაფორმება მიმდინარე კვირის ბოლომდე სურს, რაც ფეხბურთელს კომოსთან მატჩამდე იუვენტუსთან ადაპტაციისთვის საჭირო დროს მისცემს.

წყაროს ცნობით, ტიაგო მოტასა და კოპმეინერსს შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი უკვე შედგა და მის მიმართ არსებული დიდი ინტერესის მიუხედავად, ფეხბურთელს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.