TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კივიორის ტრანსფერში არტურის გამოყენებას ეცდება

არსენალის მცველის იაკუბ კივიორის სახელი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებს და ის რიკარდო კალაფიორის მთავარ ალტერნატივად მოიაზრება.

არსენალი კივიორის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ბიანკონერი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში არტურ მელოს ჩართვით გეგმავს.

წყაროს ცნობით, არსენალის მთავარი მწვრთნელი გუნდში არტურ მელოს ხილვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მეთოფეების ხელმძღვანელობის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ჯერ უცნობია.