TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ალ-ნასრი კვლავ ვერ თანხმდებიან

იუვენტუსსა და ალ-ნასრს შორის ვოიცეხ შესნის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი პოლონელი კარის დარაჯის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს და ამ თანხის შემცირებას არ განიხილავს, არაბები კი თავის მხრივ შესნის გასაფორმებლად 3 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ გეგმავენ.

წყაროს ცნობით, ბოლო პერიოდში გუნდებს შორის მოლაპარაკებების ინტენსიობამ იკლო და არ არის გამორიცხული, შესნის ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალოს.