TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბერარდის იუვენტუსში გადასვლა სურს

იტალიელი ჟურნალისტის ედოარდო მესას ინფორმაციით, სასუოლოს კაპიტანს დომენიკო ბერარდის იუვენტუსში თამაში სურს.

წყაროს ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს სერია ბ-ში დაქვეითებულ სასუოლოში დარჩენა არ სურს და იმედი აქვს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებს შეუერთდება.

ბიანკონერი ბერარდის გაფორმების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მას სათადარიგო სკამის ფეხბურთელად მოაიზრებს, ამიტომ მისი ტრანსფერი ამ მომენტისთვის გუნდის პრიორიტეტი არ არის და ბერარდის ვარიანტს მოგვიანებით მიუბრუნდება.