TuttoJuve

Juve per sempre sarà

პორტუ გალენოს ტრანსფერში არტურის ჩართვის წინააღმდეგი არ არის

იუვენტუსი პორტუს გარემარბის გალენოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის შესამცირებლად რომელიმე ფეხბურთელის გამოყენებას გეგმავს.

რუდი გალეტის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი არტური გახლავთ, ვინც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი მის გაყიდვაზე აქტიურად მუშაობს.

წყაროს ცნობით, პორტუ არტურის მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს, თუმცა მხარეებს ბრაზილიელი ნახევარმცველის სატრანსფერო ფასის თაობაზე შეთანხმება მოუწევთ.

29 views
error: დაცული კონტენტი !