TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე გონსალესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იუვენტუსი მარჯვენა ვინგერის ძიებაშია და ბოლო დღეებში ნიკო გონსალესის კანდიდატურა ყველაზე აქტიურად განიხილება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფიორენტინამ მისი შემცვლელი უკვე შეარჩია და ჯენოასთან ალბერტ გუდმუნდსონის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამიტომ იები არგნეტინელის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან.

წყაროს ცნობით, ფიორენტინა გონსალესის ტრანსფერში იუვენტუსის რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის უესტონ მაკკენის მიღების წინააღმდეგი არ არის, რაც კრისტიანო ჯუნტოლის საქმეს საგრძნობლად უმარტივებს.

37 views
error: დაცული კონტენტი !