TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა ბრესტთან მატჩში გუნდის განაცხადში არ იქნება

იუვენტუსი დღეს პესკარაში ბრესტის წინააღმდეგ ზაფხულის მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას ფედერიკო კიეზა არ მიირებს.

წყაროს ცნობით, კიეზა ტურინში დარჩება და ვარჯიშს გააგრძელებს, რაც იმის კიდევ ერთი ნათელი სიგნალი იქნება, რომ ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.

შეგახსენებთ, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლაციის ლინკებს ნახავთ ჩვენს Telegram-ზე (იხილეთ აქ).