TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩო-კიეზას ბარტერი გამორიცხული კიდევ არ არის

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, გუნდებს შორის იტალიელი ვინგერის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, მხარეებს შორის ბარტერი განხორციელდეს.

იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს, ის გუნდის ფლანგის გასაძლიერებლად კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტული არჩევანია, ვის გაფორმებასაც ბიანკონერი სწორედ კიეზას გამოყენებით ეცდება.