TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სპონსორებისგან მომავალ სეზონში 75 მილიონზე მეტს მიიღებს

მომდევნო სეზონში იუვენტუსის მაისურის ახალი მთავარი სპონსორის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ ბიანკონერი სპონსორებისგან მინიმუმ 75 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ტურინული გრანდი Adidas-ისგან 45 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბონუსების სახით კიდევ 8 მილიონი დაემატება.

მოსალოდნელია, რომ მაისურის ახალი მთავარი სპონსორი იუვენტუსს მინიმუმ 20 მილიონ ევროს გადაუხდის, ბიანკონერი Cygames-ისგან 5 მილიონს, ახალი სპონსორი Enel-ისგან კი 1.5 მილიონს მიიღებს.

დანარჩენი თანხა იუვენტუსს Zondacrypto-ს, Prime-სა და ს