TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა პერინის ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა მატია პერინთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

31 წლის კარის დარაჯის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ტიაგო მოტას მისი შენარჩუნება სურს, ამიტომ ბიანკონერი იტალიელს კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს.

პერინს მსურველები როგორც იტალიაში, ასევე სხვა ჩემპიონატებში მრავლად ჰყავს, თუმცა მან იუვენტუსში დარჩენა გადაწყვიტა და დიდი ალბათობით ახალ კონტრაქტს გააფორმებს.