TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონცა დე შილიოს მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური მედიის ცნობით, მონცა იუვენტუსის უკანახაზელის მატია დე შილიოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

გუნდში იტალიელი მცველის ხილვა პირადად ადრიანო გალიანის სურს, ვინც დე შილიოს მილანიდან მოყოლებული კარგად იცნობს.

მატია იუვენტუსის გეგმებში არ შედის, ამიტომ ტურინული გრანდი მისი სიმბოლური თანხის სანაცვლოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის.