TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ჩელსის ფორვარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ჩელსის ფორვარდის არმანდო ბროიას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

კრისტიანო ჯუნტოლი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებაშია და 22 წლის ალბანელი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ.

Tuttomercato-ს ცნობით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის მთავარი საზრუნავი ტოდიბოსა და კოპმეინერსის ტრანსფერების დახურვაა, ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმება კი პრიორიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გუნდი არკადიუშ მილიკმა დატოვა.

ჩელსი ბროიას იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.