TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამი:“ იუვენტუსში თამაში ჩემი უდიდესი ოცნება იყო“

იუვენტუსმა მარკუს ტურამი ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც ფრანგმა ფეხბურთელმა პრეს-კონფერენცია გამართა.

„პირველი დღეები იუვენტუსში ? ყველაფერი შესანიშნავად არის, მე გუნდთან და მწვრთნელთან ერთად ბევრს ვმუშაობ და ვცდილობთ, სეზონის სტარტს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდეთ.

„მამაჩემის რჩევა ? მან მითხრა, რომ იუვენტუსი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია და უნდა მივიღო სიამოვნება ყოველი მომენტისგან, სანამ ამ მაისურის ტარების პრივილეგია მაქვს.

„გამოწვევა მარკუსს ? სეზონი ჯერჯერობით არ დაწყებულა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მისი სიტყვები, რომ მე მასზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ ? ჩემი ძმა უბრალოდ ჩემზე ზრუნავს, სინამდვილეში ის ჩემზე უკეთესია.

„რატომ იუვე ? აქ მოსვლა და იუვენტუსის რიგებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ჯუნტოლისთან და მწვრთნელთან პირველივე საუბრის შემდეგ ვიცოდი, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. აქ უამრავ გამორჩეულ ფრანგ ფეხბურთელს უთამაშია და ვამაყობ, რომ იუვენტუსის მაისურის ტარების უფლება მაქვს.

„ტოდიბო ? ჩვენ იუვუენტუსზე არ გვისაუბრია. ვნახოთ, გადმოვა თუ არა ის.

„ტიტულები ? მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც მამაჩემმა ზედიზედ 4 სკუდეტო მოიგო და იმედი მაქვს, მის წარმატებას მეც გავიმეორებ. ვფიქრობ, ლილიანი იმაზე უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე შარშან, როდესაც მარკუსმა სკუდეტო ინტერთან ერთად მოიგო.

„მოტა ? ის გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ძალიან ჭკვიანი, რომლისგანაც მე ძალიან ბევრს ვისწავლი. ვიცი, რომ მასთან საუბარი თავისუფლად შემიძლია და ყოველთვის საჭირო პასუხებს მივიღებ.

„ჩემი კუმირები ? პოგბა და ვიეირა, მათი თამაშის სტილი ძალიან მომწონს.

„ჩემი თამაშის სტილი ? მე მიყვარს ბურთთან ერთად მოძრაობა, შემიძლია ვიყო ვერტიკალური, მაქვს მახასიათებლები დინამიური, ინტენსიური ფეხბურთის სტილისთვის.

„გოლები ? ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნლეოვანი ასპექტი არ არის. მე ვარ ხიდი, რომელმაც უნდა დააკავშიროს დაცვა და შეტევა, მე გუნდს ბალანსის შენარჩუნებაში ვეხმარები. ვფიქრობ, ჩემი მახასიათებლები სერია ა-ს იდეალურად მოერგება. ვიცი, რომ ეს უმაღლესი დონის, ძალიან ტაქტიკური და ფიზიკური ჩემპიონატია.

„ვესაუბრე თუ არა დეშამს ? რა თქმა უნდა, მე მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი მთავარი მრჩეველი მამაჩემია, მას ყოველდღე ვესაუბრები.“