TuttoJuve

Juve per sempre sarà

უდინეზე და ესპანური გუნდები გონსალესის ტრანსფერზე მუშაობენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფაკუნდო გონსალესი დიდი ალბათობით მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს დატოვებს.

ურუგვაელმა ტალანტმა გასულ კვირებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა იუვენტუსი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, რაც ფეხბურთელს მეტ სათამაშო პრაქტიკას მისცემს.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა მცველის ტრანსფერით უდინეზე და ლა ლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება. ბიანკონერი მისი მშრალი იჯარით გაშვებას გეგმავს, რადგან გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის პოტენციალში დარწმუნებულია და მისი დაკარგვა არ სურს.

error: დაცული კონტენტი !