TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კოსტიჩის მსურველის პოვნას ვერ ახერხებს…

კრისტიანო ჯუნტოლი იმ ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს, რომლებიც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან და ერთ-ერთი ასეთი ფილიპ კოსტიჩი გახლავთ.

SportItalia-ს ცნობით, ამ მომენტისთვის კოსტიჩის თაობაზე ინფორმაცია მხოლოდ კრისტალ პალასმა გამოითხოვა, თუმცა მოლაპარაკებები არც ერთ გუნდთან არ მიმდიანრეობს.

იუვენტუსს იმედი აქვს, რომ კოსტიჩის გაყიდვით გუნდი 6-7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გუნდს შესაძლოა ამ თანხის კიდევ უფრო შემცირება მოუწიოს.