TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე-ბრესტის მატჩი სრული ანშლაგით ჩაივლის

ნიურნბერგთან მარცხის შემდეგ, იუვენტუსი მეორე ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ტურინულ იგრანდი ბრესტის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა პესკარაში, Adriatico Stadium-ზე, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გაყიდვაში გამოტანილი 20,000 ბილეთი უკვე გაყიდულია და შეხვედრა სავსე ტრიბუნების ფონზე ჩაივლის.