TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და აიაქსი რუგანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

იტალიური გამოცემა SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და აიაქსი დანიელე რუგანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, იტალიელი მცველი ნიდერლანდური გრანდის რიგებს 1-წლიანი მშრალი იჯარით შეუერთდება და მისი გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები სეზონის მსვლელობისას გაიმართება.

გამოცემის ინფორმაციით, რუგანის აიაქსის ტრანსფერი პირადად გუნდის ახალი მწვრთნელის ფრანჩესკო ფარიოლის მოთხოვნა იყო.