TuttoJuve

Juve per sempre sarà

გონსალესის აგენტს ტურინში დღეს ელოდებიან

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ბიანკონერი ნიკოლას გონსალესის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი ტურინში დღეს ჩაფრინდება და კრისტიანო ჯუნტოლისთან შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც მხარეები პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ეცდებიან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უშუალოდ ფიორენტინასთან დაიწყება.

იები არგენტინელის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვენ, თუმცა იუვე ამ თანხის შემცირებას უესტონ მაკკენის და ვოიცეხ შესნის გამოყენებით ეცდება.

error: დაცული კონტენტი !