TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის პირველი წინადადება გონსალესის თაობაზე

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ფიორენტინას ნიკო გონსალესის ტრანსფერის თაობაზე პირველი წინადადება გაუმზადა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი იებს ფეხბურთელის სანაცვლოდ ვოიცეხ შესნის, უესტონ მაკკენის, 15 მილიონ ევროსა და მომავალში გონსალესის გაყიდვის შემთხვევაში გარკვეულ პროცენტს სთავაზობს.

ფიორენტინამ გონსალესის პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია და ჯენოადან ალბერტ გუდმუნდსონის გაფორმებას ცდილობს, თუმცა იები არგენტინელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ და ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდებიან თუ არა ბიანკონერის წინადადებას.