TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ნიკო გონსალესის აგენტთან პირველი საუბარი გამართა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ იუვენტუსის ინტერესი ფიორენტინას ვინგერის ნიკო გონსალესის მიმართ დაადასტურა.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის პირველი საუბარი უკვე შედგა, რომელზეც არგენტინელმა იუვენტუსში გადასვლას მწვანე შუქი აუნთო.

გონსალესი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, თუმცა მომდევნო დღეებში სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. ტურინულ გრანდს კონკურენციას ატალანტა უწევს.