TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გალენო იუვენტუსის პრიორიტეტი ხდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, პორტუს გარემარბი გალენო იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ხდება.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით იდეალური არჩევანია.

იუვენტუსმა ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო და ახლა საერთო ენის გამონახვა პორტუსთან მოუწევს. პორტუგალიური გრანდი მის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს, თუმცა რთული ფინანსური სიტუაციის გამო მათ ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდებათ, ამიტომ გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევთ.