TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულეს აგენტი:“ იუვენტუსმა სულეს სურვილი გაითვალისწინა, მათ მატიასის გაყიდვა მოუწიათ“

იუვენტუსის უკვე ყოფილი ფეხბურთელის მატიას სულეს აგენტმა ტურინული გრანდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

„სულეს ძალიან ბევრი მსურველი ჰყავდა და ჩვენ თითოეული მათგანის განხილვის შემდეგ მივხვდით, რომ რომას პროექტი მათ შორის საუკეთესო და ყველაზე ამბიციური იყო.

„იუვენტუსს სულეს გაყიდვა ფინანსური პრობლემების გამო მოუწია, როდესაც ჩვენ რომას წინადადება მივიღეთ და მათ პროექტს გავეცანით, მატიასი და მე სასიამოვნოთ გაკვირვებულები დავრჩით და მათი წინადადების მიღება გადავწყვიტეთ.

„მინდა იუვენტუსს მადლობა ვუთხრა, მათ ფეხბურთელის პოზიცია გაითვალისწინეს, რაც ძალიან დასაფასებელია.“