TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პალერმო ჰასას ტრანსფერზე მუშაობს

პალერმოს იუვენტუსის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტის ლუის ჰასას იჯარით გაფორმება სურს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბიანკონერი ფეხბურთელის არენდით გაშვების წინააღმდეგი არ არის, რაც მას სერია ბ-ში თამაშის გამოცდილებას მისცემს, თუმცა პირველ რიგში ტურინულ გრანდს 20 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

ჰასას მიმდინარე ხელშეკრულება იუვენტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება. ბიანკონერი მას გუნდის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს, ამიტომ ფეხბურთელის კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივება სურს.