TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვეს გეგმები კოპმეიენრსის თაობაზე არ იცვლება

Il Messaggero-ს ცნობით, ატალანტასთან რთული მოლაპარაკებების მიუხედავად, იუვენტუსის გეგმები ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე არ იცვლება.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას მთავარი სატრანსფერო მოთხოვნაა და მის გაფორმებას კრისტიანო ჯუნტოლი ყველა ხერხით ეცდება.

გამოცემის ინფორმაციით, ფაბიო მირეტის ტრავმამ, ვინც მინიმუმ 5-6 კვირას გამოტოვებს, კოპმეიენრსის ტრანსფერზე მუშაობა კიდევ უფრო დააჩქარა.

33 views
error: დაცული კონტენტი !