TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის შემდეგი შენაძენი ტოდიბო იქნება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსის შემდეგი შენაძენი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნიცადან ჟან-კლერ ტოდიბო იქნება.

მხარეებს შორის ჯერჯერობით ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებული არ არის, თუმცა ფრანგი მცველის ტურინში გადაბარგება უკვე გადაწყვეტილია და სავარაუდოდ ის ტიაგო მოტას განკარგულებაში მიმდინარე კვირის ბოლომდე იქნება.

იუვენტუსსა და ნიცას შორის მოლაპარაკებები ტრანსფერის ბოლო დეტალებსა და ბონუსებზე მიმდინარეობს, რის შემდეგაც ტოდიბო ტურინში ჩაფრინდება და ბიანკონერისთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

31 views
error: დაცული კონტენტი !