TuttoJuve

Juve per sempre sarà

დუგლას ლუისის ტრანსფერის დახურვას მაკკენისა და ასტონ ვილას შორის შეთანხმებაღა აკლია

იუვენტუსი ასტონ ვილადან დუგლას ლუისის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დახურავს.

ტურინულმა გრანდმა ინგლისელებთან ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ასტონ ვილა ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ უესტონ მაკკენის, სამუელ აილინგ-ჯუნიორსა და 20 მილიონ ევროს მიიღებს.

SportItalia-ს ინფორმაციით, ერთადერთი ასპექტი, რაც ამ მომენტისთვის ტრანსფერს აფერხებს, ასტონ ვილასა და უესტონ მაკკენის შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებაა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიტურად ვითარდება და დიდი ალბათბით უახლოეს დღეებში ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.

error: დაცული კონტენტი !