TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლივერპული კიეზას მიმართ ინტერესს არ კარგავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, ლივერპული ფედერიკო კიეზას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მომდევნო დღეებში მის აგენტთან შეხვედრას გეგმავს.

კიეზას წარმომადგენელი ლონდონში იმყოფება, სადაც შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს ჩელსისთან, ტოტენჰემთან და არსენალთან აწარმოებს, თუცმა წყაროს ცნობით, იტალიელის გაფორმებას ლივერპულიც ცდილობს.

კიეზა თავის მხრივ კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის იუვენტუსს არც ერთი ინგლისური გუნდისგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია.