TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონცა შესნის მიმართ ინტერესს არ კარგავს

Sky Sport-ის ინფორმაციით, მონცა იუვენტუსის კარის დარაჯის ვოიცეხ შესნის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.

ლომბარდიულმა გუნდმა ატალანტადან პიერლუიჯი გოლინის ტრანსფერი ფაქტობრივად დახურა, თუმცა იტალიელის გაფორმება შესნის ტრანსფერს არ გამორიცხავს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი შესნის სრულიად უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის მონცას პოლონელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვა მოუწევს.