TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სრული შემადგენლობით ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს

იუვენტუსი გერმანული ტურნეს შემდეგ ტურინში დაბრუნდა, რის შემდეგაც ტიაგო მოტამ ფეხბურთელებს 2-დღიანი უქმეები მისცა და გუნდი ვარჯიშს კონტინასაზე ხვალ განაახლებს.

ხვალიდან მოტას განკარგულებაში დაბრუნდებიან კენან ილდისი, დუგლას ლუისი, დანილო და ბრემერი, ისინი გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ვარჯიშს განაახლებენ.

ბიანკონერი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს, ბრესტის წინააღმდეგ გამართვს.