დიასის იუვენტუსში ტრანსფერი რეალური ხდება…
იუვენტუსი ბრაჰიმ დიასის მიმართ ინტერესს არ კარგავს და რეალში იან დიომანდეს გადასვლის შემდეგ, მაროკოელი ფეხბურთელის ტურინულ გრანდში ხილვა სულ უფრო რეალური ხდება.
Tuttosport-ის ცნობით, დიომანდეს ტრანსფერის ფონზე დიასის სათამაშო დრო რეალში კიდევ უფრო შეიზღუდება, ამიტომ ფეხბურთელმა შესაძლოა ბლანკოსის რიგების დატოვება განიხილოს.
წყაროს ინფორმაციით, დიასი ლუჩიანო სპალეტის საოცნებო ტრანსფერად რჩება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
