იუვე კოლოს თაობაზე საბოლოო პასუხის მოლოდინშია
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის თაობაზე მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მიიჩნევს, რომ პარიზელებს ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ საუკეთესო წინადადებით მიმართა, რომლის გაუმჯობესებას გუნდი აღარ აპირებს.
წყაროს ცნობით, თუ პსჟ-მ ბოლო წინადადებაზეც უარი თქვა, იუვენტუსი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.
ტურინული გრანდის ბოლო წინადადების მიხედვით, იუვენტუსი მზად არის, კოლო 1-წლიანი იჯარით გაიფორმოს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რის სანაცვლოდაც პსჟ საერთო ჯამში დაახლოებით 42-43 მილიონს მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
