მანჩინის იტალიაში დაბრუნების შანსი იზრდება
იტალიის ნაკრების რიგებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინის დაბრუნების შანსი იზრდება.
იტალიის სპორტის მინისტრმა ნაკრებში ანდრეა პირლოს მისვლა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელისა და რუსული კომპანია Fonbet-ის თანამშრომლობის გამო დაბლოკა, ამიტომ FIGC სხვა კანდიდატის ძიებაშია.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ამ მომენტისთვის აძურის ჩაბარების ყველაზე რეალური კანდიდატი რობერტო მანჩინია, თუმცა მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს პაოლო მალდინი და არ არის გამორიცხული, FIGC-ს რიგებში სულ რამდენიმე კვირის წინ მისული მალდინი თანამდებობიდან თავისი ნებით წავიდეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
