კარნეზეკი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი ატალანტას იტალიელი კარის დარაჯის მარკო კარნეზეკის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და იუვენტუსს იმედი აქვს, ბერგამოელები ტრანსფერში მიკელე დი გრეგორიოს ჩართვაზე თანხმობას განაცხადებენ.
წყაროს ცნობით, თავად კარნეზეკიმ იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
