TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ადეიემის აგენტი ფეხბურთელის იუვენტუსში გადაყვანას ცდილობს

გერმანული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით, დორტმუნდის ფეხბურთელის კარიმ ადეიემის აგენტი კლიენტის იუვენტუსში ტრანსფერზე მუშაობს.

ბიანკონერი ახალი ვინგერის ძიებაშია და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ 22 წლის გერმანელია, მაგრამ დორტმუნდი 45-50 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც კრისტიანო ჯუნტოლის გეგმებში არ შედის.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი დორტმუნდიდს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მოთხოვნილი თანხის შემცირებას ცდილბოს, იუვენტუსი კი ამ მომენტისთვის უფრო მეტად პორტუდან გალენოს ტრანსფერზე აქტიურობს, მის სანაცვლოდ პორტუგალიელები 30-35 მილიონს ითხოვენ.