იუვე ტომორის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი მილანის მცველის ფიკაიო ტომორის ტრანსფერით ინტერესდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდიდან ფედერიკო გატის წასვლის შემთხვევაში ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ მილანის ფეხბურთელი იქნება.
ტომორის მილანთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გუნდში მარიო ხილას მისვლის შემდეგ მისი სათამაშო დრო შეიზღუდება, ამიტომ ის იუვენტუსში გადასვლაზე უარს არ იტყვის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
