TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას მიმართ ინტერესი არსენალმაც გამოთქვა

ფედერიკო კიეზას პოტენციური მსურველების გრძელ სიას ამჯერად ლონდონის არსენალი შეუერთდა.

რუდი გალეტის ინფორმაციით, მეთოფეებმა იტალიელი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს და არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.

როგორც კიეზას აგენტმა აღნიშნა, იუვენტუსი და ფედერიკო ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეხვდებიან და ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა თუ კიეზამ მიმდინარე კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, მისი გაყიდვა გარდაუვალი იქნება.