ევერტონი ლუისის ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული გამოცემა Goodison News-ის ცნობით, ევერტონმა იუვენტუსისგან დუგლას ლუისის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ბრაზილიელის იჯარით გაშვებას აღარ აპირებს და მისი საბოლოოდ, 20-25 მილიონად გაყიდვა სურს.
ლუისი 13 ივლისს კონტინასაზე გამოცხადდება და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. თუ მან თავი კარგად წარმოაჩინა, ლუჩიანო სპალეტიმ შესაძლოა მისი შენარჩუნება მოისურვოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
