შეტევაში პელეგრინოს კანდიდატურა სულ უფრო რეალური ხდება
რანდალ კოლო მუანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გართულების ფონზე, იუვენტუსის ინტერესი პარმას ფორვარდის მატეო პელეგრინოს მიმართ იმატებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა პარმასთან არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე შეხვედრა უკვე გამართა.
პარმა 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ტრანსფერში იუვენტუსის რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის, მათ შორის ფაბიო მირეტის ან ვასილიე აჯიჩის ჩართვის წინააღმდეგი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
